|
2023-09-04 18:59:47, 908 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება
18 სექტემბრიდან პარლამენტში შესასვლელი საშვისა და შესვლის პირობებში ცვლილებები ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება. "ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა. მისი მთავარი არსი არის როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. ცვლილება ამოქმედდება 18 სექტემბრიდან. როგორც აქამდე, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვთ, ისინი კვლავ დაუშვებენ საშვებს. საშვთა ბიურო იმუშავებს 9 საათამდე, ნაცვლად 7-საათისა. ასევე შემოდის საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება - კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)