|
2023-09-04 15:08:07, 718 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს
ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ისეთს ახალისებს, რაც ქვეყნის ინტერესებსა და მის მომავალს აზიანებს. „ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და დამაზიანებელია მისი მომავლისთვის; ახალისებს ძალადობას - გავიხსენოთ ფაქტები, როდესაც მაგალითად, პოლიციელს სცემდნენ, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილს“, ამ ყველაფერს ახალისებდნენ და გმირობად თვლიდნენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წინააღმდეგ; როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, დგამს არასწორ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ხდება წახალისება. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროპაში, ბრიუსელში, დარბიან კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ და ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისევე, როგორც ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ვიზალიბერალიზაციის მიღების წინ და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)