17:50 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 10:10:03, 994 ნახვა

პოლიტიკა
ევროპული საბჭო - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც გაცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ვალდებულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისთვის. 

"პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული და მედიის პლურალიზმის სფეროებში; ასევე პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.

პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ვალდებულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისთვის. 

განსაკუთრებით დასაფასებელია როლი, რომელიც მან შეასრულა საკანონმდებლო ზედამხედველობის ხელშეწყობისა და პირების შეწყალების უფლების გამოყენების თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას.

პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics