|
2023-08-30 10:36:40, 714 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ
ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. "კარგად მახსოვს ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა. დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა მალევე აღარ არ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალავად მიდიოდა, რომლის მიზანიც ბათუმელების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა იყო. დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ. აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა. თუ ჩვენ მოვინდომებთ, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია",- წერს სააკაშვილი.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)