|
2023-08-29 11:35:32, 1218 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის პარლამენტის წევრ ფარუქ ჩელიკს და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენს მაჰმუთ ასმალს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა ართვინის დეპუტატთან თურქეთის პარლამენტში, ფარუქ ჩელიკთან და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტთან მაჰმუთ ასმალთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD ოპერირებს 81 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, ორგანიზაციას 14 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ასოციაციამ თავისი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა. MUSIAD-ი ბიზნესმენებისა და მრეწველების ინიციატივით დაარსდა და 60 ათას საწარმოს და 2 მლნ- მდე დასაქმებულს აერთიანებს. „აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ასოციაციის ბათუმის ახალი წარმომადგენლობის როლი ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მხრივ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ასოციაცია მუსიადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, საზღვარგარეთ არსებული წარმომადგენლობების ხელმძღვანელმა პირებმა, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში. აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)