|
2023-08-26 22:25:01, 2902 ნახვა
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში შოტლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 6:33 დამარცხდა. "პირველი არხის" ცნობით, გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიელთა პირველ შემოტევას კარგად გაუმკლავდნენ და თანდათან უპირატესობაც მოიპოვეს, რაც მე-11 წუთზე ანგარიშშიც აისახა – ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ლუკა მატკავამ დარტყმა ზუსტად შეასრულა. შეხვედრა ქართველი მორაგბეების უპირატესობით გაგრძელდა. მე-20 წუთზე „ბორჯღალოსნები“ ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს თავის დაცვა, იმ ეპიზოდში არბიტრმა ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა და მატკავამ კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0 მეორე ტაიმი შოტლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს, ერთგვარი შტურმი მოაწყვეს ჩვენს ნახევარზე და ტაიმის საწყის ხუთ წუთშო ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და 14:6 დაწინაურდნენ. შოტლანდიელები აქტიურად თამაშს განაგრძობდნენ, მე-60 წუთზე კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალეს და უპირატესობა გაზარდეს. საბოლოოდ მასპინძლებმა მეორე ტაიმში ხუთი ლელოს დადება მოახერხეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 33:6.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)