|
2023-08-25 16:50:50, 749 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად ჩამოყალიბდა
„ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად. სადაც კი რაღაცის მოსავალი გაჩნდება ქვეყანაში, იქვე შეესევიან იქაურობას. თხილია, იქ ჩადიან, ყურძენია აქეთ ჩამოდიან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, გასული დღეების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გაუგებარი შინაარსის ბრალდებები გაჟღერდა. „გუშინ და წინა დღეებში, არა მარტო მევენახეებთან სხვა მიმართულებებითაც გაჟღერდა ოპოზიციური პარტიებიდან აბსოლუტურად გაუგებარი შინაარსის ბრალდებები, სპეკულაციები, განსაკუთრებით აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთში თხილზე, აღმოსავლეთში ყურძენზე. ერთგვარი პოლიტიკური ფაროსანა რომ წარმოვიდგინოთ, სწორედ ასე იქცევიან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები და წევრები. აგულიანებენ ფერმერებს, ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს, წარმოუდგენელ შეთავაზებებს უკეთებენ, მაგალითად, კახეთში ფერმერებს ეუბნებიან, რომ გასულ წელს ჩაუბარებელი და გაფუჭებული ყურძნის საფასური თურმე წელს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტმა გლეხებს და ფერმერებს. თუ არ ვცდები ყოველ კილოზე 20 თეთრი. როგორ წარმოგიდგენიათ, ჯერ ერთი ეს როგორ უნდა დავითვალოთ, შემდეგ როგორ უნდა გაიცეს. მასე შეიძლება წინა წლების ზარალის ძიებაც და გამოთვლაც დავიწყოთ, ასე ძალიან შორს წავალთ და ეს ხომ განუხორციელებელი შეთავაზებაა, აბსოლუტურად პოპულისტური და ვფიქრობ წინა საარჩევნოდ გაჟღერებული“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)