13:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 17:34:07, 1036 ნახვა

პოლიტიკა
არძინბა - სააკაშვილს, მაგ გამოთაყვანებულს, რევანში სურს - არანაირი რევანში არ იქნება

ბატონ სააკაშვილს, მაგ გამოთაყვანებულს, უკაცრავად, გამოთქმისთვის, სურს რევანში, თუმცა, ცხადია, არ იქნება არანაირი რევანში,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

არძინბას თქმით, ისეთი ხალხი, როგორიც სააკაშვილია, ხელისფლებაში დაბრუნებისთანავე საზღვარზე პროვოკაციას მოაწყობენ და ამერიკელების დავალებით შეიარაღებულ კონფლიქტს გააღვივებენ..

"ჩვენ რუსეთის რუკაზე ვართ.. ჩვენ არ ვართ არც ამერიკულ და არც ევროპულ, არც თურქეთის რუკაზე. ჩვენ პრაქტიკულად არც ერთ რუკაზე არ ვართ, გარდა რუსულისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები ამ უსამართლობის დაძლევაში გვეხმარებიან. ჩვენ მოვახერხეთ ძალიან სერიოზული სახელშეკრულებო და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება. ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი 2008 და 2014 წლებში. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. [...]

საზღვარზე შედარებით შვიდი და სტაბილური სიტუაციაა, თუმცა, ჩვენ მომსწრე ვართ, რა ხდება საქართველოს თავს. სამწუხაროდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე დანახარჯები მნიშვნელოვანია, რაც ჩვენთვის საგანგაშო სიგნალია. სანაგაშოა ისიც, რომ ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ ქართული რადიკალური ჯგუფები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს.

კარგად ვიცით ისიც, რომ ისეთი ხალხი, როგორიც სააკაშვილია, ელოდებიან მათ დაბრუნებას საქართველოში იმისთვის, რომ ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და პირველი, რის გაკეთებასაც გეგმავენ, ეს ჩვენი ინფორმაციაა, არის პროვოკაცია სწორედ საზღვარზე და ამერიკელების დავალებით შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივება. ბატონ სააკაშვილს კი, მაგ გამოთაყვანებულს, უკაცრავად, გამოთქმისთვის, სურს რევანში, თუმცა, ცხადია, არ იქნება არანაირი რევანში, - დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაგროვოთ საჭირო ოპერატიული ინფორმაცია, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ სერიოზული ანალიტიკა და დასკვნები და მივიღოთ დროული, შესაბამისი გადაწყვეტილებები",- განაცხადა არძინბამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics