|
2023-08-21 15:51:25, 879 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ - განაჩენია „რუსული პარტიისთვის“
როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები. ეს არის განაჩენი „რუსული პარტიისთვის",- ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა ექნება. „როცა პუტინი, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი გაქებს ეს პრობლემაა საქართველოს ხელისუფლებისთვის. პარალელურად, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები. ეს არის განაჩენი „რუსული პარტიისთვის“ და შესაბამისად ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს. ის რომ რუსული ხელისუფლებაა, ის რომ „რუსული პარტია“ არ უნდა ქართველ ხალხს, ის რომ ამ რეჟიმში ცხოვრება საქართველოს მოქალაქეს აღარ უნდა ამას სჭირდება გაფორმება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე, სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს მოქალაქეს, სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად ეს საქმე ბოლომდე მისაყვანი იქნება ქართველი ხალხის“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 21 აგვისტოს, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, "არასწორი რაღაცები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდებამსგავსი რამ თვეებით ადრე მიმდინარეობს, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და დაშინება".
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)