|
2023-08-21 12:26:34, 1238 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა სოფელ წელათისა და მთა ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სოფელ წელათისა და მთა ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ წელათის ცენტრის კეთილმოწყობაზე. „მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის კონსტრუქციით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ სახლს. მოეწყო წყლის კუთხე, გარე განათება და ბილიკი. დაგეგმილია ასვე, ბეტონის საფარის დაგება. პროექტის საერთო ღირებულება 146 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, შპს „მეგა+“ აწარმოებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ჩირუხის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. დაიდგმება ახალი ფანჩატურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას, მოეწყობა კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სცენა, გარე განათებები, სველი წერტილები და სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 259 000 ლარია. სამუშაოებს შპს „გორა+“ აწარმოებს. სამუშაოების მიმდინარეობას, ომარ ტაკიძესთან ერთად, მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ“,- აღნიშნულია შუახევის მერიია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)