|
2023-08-18 15:22:51, 1410 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს
უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ციფრული მედიის სამოგზაურო პლატფორმა Earthpix-ი, 24 მილიონზე მეტი გამომწერით, მსგავსი პლატფორმების ტოპ ხუთეულშია. "მაიამიში დაფუძნებული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა აჭარას ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს. EARTHPIX აუდიტორიას აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს უზიარებს. ერსპიქსს თვეში 400 მილიომზე მეტი ადამიანი სტუმრებს, ხოლო მათი ვიდეოების ნახვების ჯამური რაოდენობა 1 მილიარდზე მეტს შეადგენს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლებს შეხვდა და აჭარის პოპულარიზაციის შესახებ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის დეტალებს გაეცნო. EarthPix-ის პლატფორმაზე უკვე განთავსდა "ალი და ნინოს" ვიდეო, რომელმაც მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო. აჭარაში სტუმრობის ფარგლებში EarthPix-ის წარმომადგენლები შექმნიან და პლატფორმაზე განათავსებენ ფოტო და ვიდეო ქონთენთს ბათუმის, აჭარის ტურისტული ატრაქციების, ზღვის აქტივობების, კულტურული მემკვიდრეობის, გასტრონომიული კულტურის შესახებ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)