|
2023-08-17 13:43:32, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - შოვის ტრაგედიამ აჩვენა „ოცნების“ აგდებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ
შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ აჩვენა “რუსული ოცნების” უთავმოყვარეობა, უსაქმურობა, კორუმპირებულობა, მათი აგდებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "რეჟიმის ჩამოცილება უსწრაფესად უნდა მოხდეს". "ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც უბრალოდ კლავს და ცინიზმით განმსჭვალულ განცხადებებს ავრცელებენ, არ ერიდებიან დაზარალებულებზე თავდასხმას. ჩვენ მთელი აგვისტოს განმავლობაში გვქონდა დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრა, ამ ტრაგედიის დროს და ფონზე, ცხადია, ეს ვერ და არ მოხდებოდა. უდიდესი გლოვაა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენს მხარდამჭერებს, წარმომადგენლებს შევხვდეთ დახურულ რეჟიმში და ვესაუბროთ მკვლელი რეჟიმის ჩამოშორების გზებზე და სტრატეგიაზე",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)