|
2023-08-14 13:33:37, 1047 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სამწუხაროა, რომ ტრაგედიის დროს, გაერთიანების ნაცვლად, სპეკულაციებს და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ვხედავთ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტრაგედიის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენება, სამწუხარო და არასწორია. „მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო - გარდაცვლილების ოჯახებსა და ნათესავებს. ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ქვეყანას. ამ ტრაგედიის, სტიქიის გამოყენება პოლიტიკურად და სპეკულაციურად კი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, როგორი კამპანია ჰქონდათ დაწყებული. თითქოს, ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდნენ, შოვში ჩამოვიდნენ და ჩემი ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს, ხალხი კი მიატოვეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი სიბინძურე წამოვიდა და ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ძალიან ცუდია მსგავსი ფაქტების დაფიქსირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრაგედიის, სტიქიის დროს, როცა ქვეყანას ამხელა უბედურება დაატყდა თავს, ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების მაგივრად, ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციების გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამ ყველაფრით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)