|
2023-08-10 15:00:37, 1462 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრულ დეპარტამენტში სამედიცინო სერვისებს გაეცნო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს პედიატრულ დეპარტამენტში არსებულ სამედიცინო სერვისებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პედიატრიულ სერვისებს თვეზე მეტია, რაც ბავშვთა რეანიმაციის მიმართულება დაემატა და იქ ახლა სრულად არის შესაძლებელი თითქმის ყველა ნოზოლოგიის მქონე პაციენტის მართვა. ,,საკმაოდ კარგად და მძლავრად მუშაობს რესპუბლიკური საავადმყოფო, პედიატრიულ დეპარტამენტში მომართვიანობა მაღალია, დაიტვირთა როგორც რეანიმაცია, ქირურგია, ასევე თერაპიული განყოფილება. ნებისმიერ მშობელს აქვს შესაძლებლობა მშვიდ გარემოში მაღალკვალიფიციური პერსონალის დახმარებით, მღალტექნოლოგიური, ხარისხისხიანი კვლევების ჩატარების. ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე ხშირად მაღალი იყო მომართვიანობა, ეხლა უკვე რეგიონში ორი მძლავრი კლინიკა გვაქვს, შესაბამისად აღარ უწევთ მოქალაქეებს დაყოვნება და ოპტიმალურ ვადაში აქვთ სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. როგორც პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამაზ სურმანიძემ აღნიშნა, კლინიკას 70 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი მიმდინარე წლის 1 ივნისს დაემატა და ხელმისაწვდომია შემდეგი სამედიცინო სერვისები: ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ზოგადი პედიატრია, კარდიორევმატოლოგია, ნეფროლოგია, ალერგოლოგია, ნევროლოგია, ტოქსიკოლოგია, გასტროენტეროლოგია, ბავშვთა ინფექციები, ზოგადი ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, ბავშვთა რეანიმაცია. ,,მიუხედავად მცირე დროისა, რაც რეანიმაციული სერვისი ამოქმედდა ჩვენს კლინიკაში, არაერთი მძიმე პაციენტი უკვე იმართა წარმატებით. კლინიკას ამ ეტაპზე აქვს ყველა საჭირო რესურსი, შეგვიძლია პედიატრიული ასაკის ნებისმიერი სირთულის პაციენტის მართვა”, - აღნიშნა ბავშვთა ანესთეზიისა და რეანიმაციის ხელმძღვანელმა, ანა კოჩაძემ.
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)