|
2023-08-09 19:25:04, 1190 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი - რა ინფორმაციაც მაქვს, საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით
რა ინფორმაციაც მაქვს, პოზიტიური სიგნალი იქნება საქართველოს მიმართ და ქვეყანას მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით. ამის შესახებ ''რადიო თავისუფლების'' ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, 27 ევროპული ქვეყნის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და მთავარ პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა. ''დაწყებულია მუშაობა ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც მზად ოქტომბერში იქნება, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული დეკემბერში. რა ინფორმაციაც მაქვს, პოზიტიური სიგნალი იქნება საქართველოს მიმართ და ქვეყანას მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით. კანდიდატის სტატუსს ექნება გარკვეული პირობები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას სტატუსი მიენიჭება, მაგრამ მან ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ანუ ის რეკომენდაციები რომელიც უკვე მას მიცემული აქვს და შეიძლება იყოს ახალი დათქმებიც. 12 რეკომენდაციის შესრულებას ევროკომისია მოითხოვს, რადგან საქართველოში პოლარიზაცია მაღალია და პოლიტიკური გარემო არ არის კარგი. დეოლიგარქიზაციისა და სასამართლოს რეფორმის ნაწილში მეტია გასაკეთებელი. მთავრობის მხრიდან რეკომენდაციების სრულად შესრულების მოლოდინი ძალიან მცირეა, მაგრამ პოზიტიური სიგნალი ნიკა გვარამიას გათავისუფლება ნამდვილად იყო. მე არ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანა სრულად შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ეს პროცესია. ამ ვალდებულებების შესრულება ადრე თუ გვიან, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდე, მაინც მოგიწევთ", - განაცხადა იოზვიაკმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)