|
2023-08-09 18:01:28, 1051 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - განსაკუთრებით ამორალური იყო ენმ-ის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კალაძის მიმართ
განსაკუთრებით ამორალური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "კალაძის წინააღმდეგ წარმოებულ დისკრედიტაციის კამპანიასთან დაკავშირებულ ყალბ ნარატივს და სპეკულაციებს ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი". „განსაკუთრებით ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს. კამპანიის მწარმოებლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ითხოვდნენ სტიქიისგან დაზარალებული სასტუმროდან კამერების ჩანაწერების წარმოდგენას მტკიცებულების სახით, რაც საბოლოოდ მოხდა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტების მხრიდან გამოჩნდა მაღალმორალისტური სტატუსები ამ ყალბი ნარატივის მიუღებლობის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა სპეკულაციას ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)