|
2023-08-08 14:32:03, 1295 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მთავრობის წევრებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ყოველწლიური ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაორმაგდა და ნაცვლად 3 000 ლარისა, 6 000 ლარი გახდა. "პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს და ითვალისწინებს აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 20 სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შშმ სტატუსის მქონე 5 მეომრის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ 3 მეომრის ოჯახებზე, ყოველი წლის აგვისტოს თვეში მატერიალური დახმარების გაწევას. ცვლილების თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 81 000 ლარით გაიზარდა და 193 000 ლარი გახდა. პროგრამა ასევე, მოიცავს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარების გაცემას დაღუპული/მიღებული დაზიანებების შშმ სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დედებსა და მეუღლეებზე, ნაცვლად 1000 ლარისა, გაიცემა 2 000 ლარი",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)