|
2023-08-08 12:49:32, 744 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს - გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი
გახსოვთ, რა რეაქცია მოყვა "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას. გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან, წინა შემთხვევაში საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, "როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული". „რაც შეეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ბევრი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში, როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, თეორიულად შეიძლება ამ საკითხის საკანომდებლო დონეზე მოწესრიგება, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, რაც ეხება სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ცოტა არარეალური მგონია ასეთი ცვლილებების განხორცილება. რეალურად პოლარიზაცია საქართველოში დგას ძირითადად ორ რამეზე. ეს არის უცხოური აგენტურა და ეს არის სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება. გახსოვთ, რა რეაქცია მოყვა "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას. გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან, წინა შემთხვევაში შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს. აქ კიდევ უფრო მეტი აგრესია იქნება. როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)