|
2023-08-08 11:38:34, 859 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მაშინდელმა ხელისუფლებამ ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით
მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, 2008 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინის ხელისუფლება იღებს. "ყოველი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი საზღვრებთან ახლოს თუ საზღვრებიდან შორს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, რომელიც აარიდებს ქვეყანას აგრესიას. უკრაინის საკითხი არის უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხი. მე ვსაუბრობ საქართველოზე და ზოგად პრინციპზე. თავისთავად, არის საკითხები, რისი არიდებაც შეუძლებელია, როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა. რთულია, მას წინ აღუდგე, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო და ვიყავით პატარა, ამიტომაც დავმარცხდით. არ გვქონდა მაშინ არანაირი სამხედრო დახმარება, არ მიგვიღია. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, რა იყო ამის განმაპირობებელი, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)