22:25 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 17:38:57, 869 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.

ბლინკენის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

"დღეს თხუთმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და მისი მიწის 20% დაიკავა. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს",- წერს ბლინკენი Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics