|
2023-08-05 18:23:32, 1206 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი სამნიძეს - რისი მიღწევა გსურთ, რა „ტრენდს“ ამკვიდრებთ?
რისი მიღწევა გსურთ ამით? რა “ტრენდს” ამკვიდრებთ?- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას. იონათამიშვილის თქმით, "ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას". "ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი "იმედს" ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და მაგ. იმავე დღეს, "ფორმულას" მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ. აღარაფერს ვამბობ, ასეთ მძიმე დროს ათასი დეზინფორმაციის და სპეკულაციის არ შემჩნევაზე, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებას არ დარჩება უპასუხოდ. უბრალოდ, რისი მიღწევა გსურთ ამით? რა “ტრენდს” ამკვიდრებთ? თუ "იმედის" რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს. თუ მარტო საქართველოში გინდათ სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს? ჩემი პატივისცემა "იმედის" ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის",- წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)