|
2023-08-03 13:33:30, 1003 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია განსხვავება
"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე ბათუმის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება. როგორც მანჯგალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხის მიმართ მარია ზახაროვასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიდგომებში "არანაირი განსხვავება არ არის". "რუსი კურატორები "ქართულ ოცნებას" უმზადებდნენ სასაუბრო "მესიჯბოქსებს". თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდის ამ რუსულ "მესიჯბოქსს", ირაკლი კობახიძესა და მარია ზახაროვას შორის, ვნახავთ, რომ მხოლოდ სქესშია განსხვავება. მეტი არანაირი განსხვავება ზახაროვასა და კობახიძეს შორის არ არის არც მიდგომებში, არც დამოკიდებულებებში, გარდა სქესისა", - აცხადებს მანჯგალაძე. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ჩამოყვანის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გუშინ, 2 აგვისტოს გამოეხმაურა. ზახაროვას თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს "რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს, რომლებსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს". რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძემ ამავე საკითხზე საუბრისას, 1-ელ აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმის აქცია ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი. აღსანიშნავია, რომ საკრუიოზო ლაინერი ASTORIA GRANDE, რომლის სოჭიდან საქართველოში შემოსავლასაც მოჰყვა აქციები, ბათუმში ორჯერ 27 და 31 ივლისს შევიდა. ორივე შემთხვევაში, გემმა ნავსადგური საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე, დროზე ადრე დატოვა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)