18:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 13:11:58, 913 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს

კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ხელმძღვანელი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

"კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს",- წერს გახარია.

შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსავლასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაციაა. კობახიძემ პარალელი კოსოვოსთან გაავლო და თქვა: "სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არაა სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს, იმას იმეორებენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics