18:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 14:32:27, 972 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - საინტერესოა, სააკაშვილის მყვირალები ბათუმში თავისი დემონსტრაციით რის მიღწევას ცდილობდნენ

საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ სააკაშვილის მყვირალები თავისი დემონსტრაციით ბათუმში ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი ბათუმში გამართულ აქციას, სადაც მოქალაქეები საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.

როგორც კარასინმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რუსეთს საქართველოსთან მშვიდი და პროგნოზირებადი ურთიერთობის განვითარება სურს.

"საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ სააკაშვილის მყვირალები თავისი დემონსტრაციით ბათუმში ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენივე ლაინერით ჩავიდნენ? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები. პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც...", - წერს კარასინი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ASTORIA GRANDE-მ ბათუმის პორტი გუშინვე პროტესტის ფონზე დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics