|
2023-07-31 16:25:54, 871 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის ადამიანებს ციხეში უშვებდნენ
წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის ადამიანებს ციხეში უშვებდნენ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბათუმის პორტში მიმდინარე აქციას. ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ 23 დაკავებულიდან 10-მდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. "ევროპული კრუიზის ნაცვლად, ბათუმში მივიღეთ რუსული კრუიზი და ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურთ, საქართველო გადააქციონ რუსეთის უკანა ეზოდ. დაკავებულია პუტინის გაპროტესტებისთვის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანი, აქედან 10-მდე არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში და საზოგადოებამ ნახა, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მაღრაძე-დგებუაძე-ბესელიას ტროიკა, მათივე ენაზე რომ ვთქვათ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, ბათუმის პორტში საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს შესვლას საპროტესტო აქცია მოჰყვა. პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)