23:14 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 16:00:54, 2873 ნახვა

სხვადასხვა
საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს რეალური მფლობელი აშშ-ს სანქციებს დაქვემდებარებული რუსი მილიარდერია

საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ რეალური მფლობელი როსნეფტის შვილობილი კომპანიის მფლობელი დიმიტრი პურიმია. ოფიციალური ინფორმაციით, გემი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე სანქციების თავიდან აცილების მიზნით,  უკრაინაში პურიმი და მისი კომპანიები მოხვდნენ ბრეაკოუტ სიაში. აშშ-მ პურინი სანქცირებულთა სიაში 2016 წელს შეიყვანა.

პურიმი სს Sovfracht-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. კომპანია ახორციელებს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მომსახურებას, ახორციელებს ტვირთის საზღვაო და სამდინარო გადაზიდვებს, გემების სააგენტოს მომსახურებას. დიმიტრი პურიმი არის სისტემური მშენებელი კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტის წევრი, რომელიც ჩართულია მატერიალურ მხარდაჭერაში იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, კომენტარს NAPC ავრცელებს. Sovfracht 2016 წლის 1 სექტემბრიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება ოკუპირებულ ყირიმში ოპერირების გამო.

რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰოლდინგის, Sovfracht-ის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი პურიმი ფლობს ოკუპირებულ ყირიმში Novy Svet შამპანურის ღვინის ქარხნას. 

სოჭის პორტის ადმინისტრაცია 2023 წლის იანვარში ამბობდა, რომ რომ საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ მათ პორტებში მიმოსვლა დაწყებულიყო. სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა მაშინ აღნიშნა, რომ მგზავრობების დაწყებას 2023 წლის ზაფხულისთვის აპირებდნენ. ამ სიტყვებს შემდეგში გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც აღნიშნა, რომ "უცნობია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია".

ამას გარდა, 22 ივლისს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახალი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. რუსული მედია вестник кавказа წერდა, რომ გემი მგზავრობას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებდა.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics