|
2023-07-31 14:42:56, 773 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სამშობლოს რა აქვს დასაცავი ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? - რასაც ვხედავთ, ფარისევლობაა
რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დათბობას ცდილობდნენ. „სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით ეს წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი, არსებობდა პირდაპირი ფრენებიც. ასევე, შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხა. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. რასაც დღეს ვხედავთ, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ გვახსოვს, 2008 წლის ომიდან მესამე-მეოთხე დღეს, ის ადამიანები, რომლებიც რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეთბოთ, კონცერტები გაემართათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. „გვახსოვს, მათი ბელადი, პრეზიდენტი ყვავილებით, ია-ვარდებით როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. არ მახსოვს, მაშინ კითხვა დაესვა რომელიმე მათგანისთვის, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. არ არსებობს ასეთი რამ და იმიტომ. გვახსოვს ვიდეოკადრებიც იმ ადამიანების, რომლებიც აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას - მაშინ პირდაპირ მიესალმებოდნენ მათ. შეგიძლიათ მოიძიოთ არქივში, როდესაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვიწოდებდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. ალბათ ისიც არ გახსოვთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გასხვისდა. ამ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც პირიქით, მიესალმებოდა რუსი ტურისტების შემოსვლას საქართველოში, მაშინ მათი პატრონები ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთთან და ეს პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ. დღეს კი მათი პატრონები ეუბნებიან, რომ უნდა იყვნენ რაც შეიძლება გაბრაზებული და ბრაზიანი სახეები აჩვენონ, რაც სამწუხარო და საუბედურო რეალობაა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის, მისი მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება ბათუმში რუსი ტურისტების შემოსვლის ფაქტსა და საპროტესტო აქციას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და კანონის ფარგლებში, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ყველას შეუძლია. „ამას თუ ვინმე აპროტესტებს, იცით, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კანონის ფარგლებში, საკუთარი შეხედულება გამოხატოს. თუ კანონს ვინმე გადასცდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)