|
2023-07-31 14:26:06, 682 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენ არ გვჭირდება ბატონი, გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები
თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადება ამერიკისა და ევროპის მიმართ მონური დამოკიდებულების გამოხატულებად შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის უცხოა სამშობლოს ცნება. „ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ცნება სამშობლო რა არის, არ იციან. მათ აქვთ მონური აზროვნება. ეს არის კოლექტიური ნაცების ტიპური აზროვნება და დამოკიდებულება ჩვენი ხალხის მიმართ. მათთვის ამერიკა და ევროპა არის ბატონი. ბატონები არ გვჭირდება, გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს. „ხომ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები რომ იყვნენ ხელისუფლებაში რა უბედურება იქნებოდა საქართველოში. მოსახლეობა კარგად ხედავს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რამდენად მნიშვნელოვანია ის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც ვატარებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ის ევროპული მომავალი რაც ქართველ ხალხს აქვს არჩეული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)