|
2023-07-27 13:15:15, 889 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ნაცმოძრაობაზე“ - რეალურად პარტიის ხელმძღვანელი დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია
ჯერ კიდევ, როდესაც ხაბეიშვილი მოიაზრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ნიკა მელიას „გაწევა“, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ფიგურანტი იყო მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შესაძლო დაპირისპირებას და პარტიის არაფორმალური მართვის თემას ეხებოდა. კალაძის თქმით, ნიკა მელიას სამომავლო გეგმები უცნობია, თუმცა ყველასთვის აშკარაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება. „ნიკა მელია მთლიანად ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ყველა არჩევნებზე ამ პარტიის სახელით გამოდიოდა. ყველა ის ცვლილება, რაც განხორციელდა მისი გადაყენებით, ხაბეიშვილის არჩევით, შიდა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც იკვეთება, არ ერიდებიან და ერთმანეთს პირდაპირი ეთერიდან ესაუბრებიან. ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია, რა დამოკიდებულება და განწყობა ექნება მომავალში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისევ მას უნდა ჰკითხოთ. თვითონაც არ ერიდებათ და ღიად საუბრობენ ამ ყველაფერზე. პარტიაში მთავარი ფიგურანტი მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი იყო. ხაბეიშვილი მათ ჰყავდათ ფიგურად, რომელსაც წარმოაჩენდნენ თავმჯდომარედ. რეალურად, პარტიის ხელმძღვანელობაში დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია. პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებს ყველა კარგად ვხედავთ. უბრალოდ, არ მინდა სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა თემებში ჩავერიო, ეს მათი პრობლემაა. მათი გადასაწყვეტია, თუ რას გააკეთებენ, როგორ იმოქმედებენ და როგორ გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)