|
2023-07-27 09:48:03, 723 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ სააკაშვილის ლობისტებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს შეგნებულად დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს
აშშ-ის საელჩოს რიგითი თანამშრომლის ვალდებულებაც არის, რომ ორი ქვეყნის ნაშენებ ურთიერთობებს მოუფრთხილდეს, არა მხოლოდ ჩვენი. ჩვენ ვუფრთხილდებით, ძალიან მოზომილები ვართ ჩვენს განცხადებაში და ერთი წამით არ ვცდებით ობიექტურობის ჩარჩოებს, რაც წერია, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, დასკვნებს არ ვაკეთებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, "მათაც, ჩვენ მეგობრებს და განსაკუთრებით მის წარმომადგენლებს ეს ვალდებულება აქვთ და ამ ვალდებულების ფარგლებში დეტალურად უნდა გაირკვეს სიმართლე". „ერთი შემთხვევაც - თუ მართლაც ჩარეული იყო საელჩოს თანამშრომელი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია ამ ურთიერთობებისთვის და მეორე შემთხვევაც - შეიძლება კიდევ უფრო დიდი სკანდალი აღმოჩნდეს, თუ შეგნებულად, განზრახ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს სააკაშვილის ლობისტებმა დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს აბსოლუტურად სხვაგან მიდის და არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს. ამიტომ გაირკვეს სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ სიმართლეს“, - განაცხადა მდინარაძემ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არავის უთქვამს წამოცდენის დონეზეც კი, რომ ფული აიღო საელჩოს თანამშრომელმა. „ეს არავის დაუბრალებია, საელჩოს განცხადებაში რატომღაც იყო, თითქოს ფულის აღება მის თანამშრომელს ბრალდებოდა. ჩვენი არც ერთი სპიკერის მხრიდან ასეთი ინფორმაცია გახმოვანებული არ ყოფილა. ჩარევაზე კი ბატონო, მეც და სხვებმაც, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ძალიან სამწუხაროა, ცუდია და განმარტებები ჭირდება იმას, რომ საელჩოს თანამშრომელთან შედგა არაერთი კონტაქტი“, - განაცხადა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)