|
2023-07-26 17:10:17, 854 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში დამნაშავედ დეგნანი უნდა ვცნოთ
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უფრო გააღრმავა პოლარიზაცია მისი არასამართლიანი და არაჯანსაღი ჩარევებით. "ვისურვებდი, რომ საელჩოს წარმომადგენლები მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას ევროპარლამენტარები ასე ურცხვად უტევდნენ, უსაფუძვლოდ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და ეს დაეგმოთ, ეთქვათ, რომ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, მან ვერ გაართვა თავი სამწუხაროდ, პირიქით, მან შეძლო, მოახერხა და პოლარიზაცია უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით",- განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს შეხვედრის დაგეგმვაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)