|
2023-07-25 10:11:08, 670 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - ალბათ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ე.წ. რუსული კანონის კლიშე იყო აბსოლუტურად მოგონილი
ვისურვებდი გულწრფელად, ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც "ენჯეო" სექტორის გამჭვირვალობის საკითხს ისეთივე მაღალ თამასას მისცემდა, როგორც ეს არის შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი ჰქონდა - არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობა. "ალბათ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ კლიშე იყო აბსოლუტურად მოგონილი და შეთითხნილი. კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს უნდა განეხილა და იხილავდა კიდეც, ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ეს იყო „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობა, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, ისეთივე, როგორიც ეს გააჩნია მთავრობას. ხელისუფლების საქმიანობა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, კარგად იცით, რომ საქართველო პირველ ადგილზეა სწორედ ხელისუფლების გამჭვირვალობის კუთხით, უპირველეს ყოვლისა, ფინანსებზეა საუბარი. მაგრამ "ენჯეო" სექტორი არის ჩრდილში და მცდელობა როდესაც ჰქონდა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას იმისა, რომ ეს საკითხიც მსგავსად გამჭვირვალე ყოფილიყო, საუბარი მაქვს "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილ კანონპროექტზე, კარგად გახსოვთ, რა შედეგები მოჰყვა ამ ყველაფერს. არ ისურვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩვენთან გამჭვირვალე ყოფილიყო ეს საკითხი, საინტერესოა რატომ. კარგად მახსოვს, ქარბატონი ელჩის კომენტარები, როდესაც აშშ-ში მოქმედ კანონსაც რუსულ კანონს უწოდებდა იმ კონტექსტით, როდესაც ის საქართველოში იმოქმედებდა და ამას ახსნა არ გააჩნია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა Postv-ის ეთერში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)