|
2023-07-23 14:32:09, 1126 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - იმისთვის, რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, სხვა პრეცედენტებზე მითითება იქნებოდა იდეალური საშუალება - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის გვარამია
გვარამიასთან მიმართებაში იყო თუ არა ლობიზმი წარმართული, გამიჭირდება ზუსტად ამის თქმა, არ ფიგურირებს ეს სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ საქართველოს "გაშავების" საქმეში, რასაკვირველია, არავინ მოერიდებოდა ამ გვარის და სახელის დასახელებას და ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას,- ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, რამდენად არის შესაძლებელი, ნიკა გვარამიას გათავისუფლება ლობისტური კამპანიის შედეგი ყოფილიყო. როგორც სარჯველაძემ განმარტა, სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენისთვის, ლობისტებს სხვა პრეცედენტებზე მითითება დაეხმარებოდა, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ მათ ნიკა გვარამიას საქმე ამ მიზნით გამოეყენებინათ. "იმისთვის, რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოსდა საააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ასეთ შემთხვევაში, სხვა პრეცედენტებზე მითითება მათთვის იქნებოდა იდეალური საშუალება, ამიტომ, რასაკვირველია, სხვა მითების შეთხზვითაც იქნებოდნენ დაკავებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ნიკა გვარამია, ან შეიძლება ფიქრობენ იმას, რომ კეზერაშვილი არის მედია-დევნილი და ამის ტირაჟირებას ახდენდნენ. ამიტომ, ლოგიკურად ემბება, რომ ცალკეული პიარ-კამპანიის ნაწილი ყოფილიყო ნიკა გვარამიას საკითხიც", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)