|
2023-07-23 13:32:29, 1226 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი IMF-ის შეფასებაზე - ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანმა დამოკიდებულებამ მოიტანა შედეგი, რაც ახლა გვაქვს და ეს შეაფასეს სავალუტო ფონდში
ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანმა, პარტნიორულმა დამოკიდებულებამ მოიტანა მათ შორის, ეს შედეგი, რაც ახლა გვაქვს და ეს შეაფასეს სწორედ სავალუტო ფონდში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას, რომლითაც 2023 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა. როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა სავალუტო ფონდთან. „ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო, საქმიან ურთიერთობას სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა წვლილიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკმაოდ დიდია ამ წლების მანძილზე. ეს საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე ხნის უკან ეროვნულ ბანკში განხორციელებული რეფორმებიც ამას ემსახურება, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული გახდეს და ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის საფინანსო, საკრედიტო პოლიტიკაზე ზედამხედველი და პასუხისმგებლობიანი ბანკი, იყოს ყველა იმ ინსტრუმენტით აღჭურვილი, რაც მისთვის არის აუცილებელი“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ტურიზმის მზარდი ტემპი თუ სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური აღმავლობა, ყველაფერი ეს არის მშვიდობის მონაპოვარი, რისი გარანტორიც არის საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად. „ეკონომიკური ზრდის არნახული მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას აქვს ბოლო ორი წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ძალიან დიდი მაჩვენებელი, რომელიც არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა ამ დროისთვის, ამ თვეების მონაცემს ვგულისხმობ, ტურიზმის ის მზარდი ტემპი, სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური აღმავლობა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში, ყველაფერი ეს არის მონაპოვარი მშვიდობის ამ ქვეყანაში, ამას ხაზს ვუსვამ. მათ შორის, სამოქალაქო მშვიდობის, რისი გარანტორიც, რა თქმა უნდა, არის საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად. უდავოა ეს და ჩვენ ამისთვის ვიღვწით. გვინდა მშვიდობა საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)