|
2023-07-22 19:16:32, 1342 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - გაუგონარი მოვლენაა კრიმინალის გათავისუფლებისთვის იღვწოდეს ლობისტი და აშშ-ში ამყარებდეს კონტაქტებს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთი ჩანაწერი იყო, რომ უნდა მომხდარიყო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ზეწოლა მიმდინარეობდეს სალომე ზურაბიშვილზე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე, ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც ყოფილიყო ზეწოლა პრეზიდენტზე. მისივე თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი მით უფრო გაგრძელდება ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე. „სადაც შეიძლება სააკაშვილზე განხორციელდეს ზეწოლა პრეზიდენტზე, იქ გვარამიაზეც განხორციელდებოდა. ნამდვილად არ გამოვრიცხავ ამას. თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ბატონ დი ანჯელოსთან, ლობისტის მხრიდან იყო გარკვეული ძალისხმევა გაწეული, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო ნიუ იორკში, ეს შეხვედრა ვერ შედგა, პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ შეხვედრაზე, რაც არის კარგი. რაც კარგია და რაც დადებითია მათ შორის, პრეზიდენტის ნამოქმედარშიც და ნააზრევშიც ჩვენ იმაზეც უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ეს კარგია და რასაც ცუდს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, იმაზეც უნდა იყოს შესაბამისი შეფასება. ჩვენ ამას არ ვერიდებით და რა თქმა უნდა ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილისგან მტრის ხატი შექმნას. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უბრალოდ ვაკრიტიკებთ პრეზიდენტის იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციის დაძლევას, არადა მისი, როგორც ამ ქვეყნის კონსტიტუციის გარანტისა, მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის. ეს არის გასაკვირი უბრალოდ, როგორ შეიძლება ვინმეს ნებას დაყვეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და კრიმინალი გაათავისუფლოს ციხიდან. ამიტომ, მე ვფიქრობ ეს ზეწოლა ლობისტების მხრიდან და არა მხოლოდ, მომავალშიც გაგრძელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი მით უფრო გაგრძელდება ზეწოლა ზურაბიშვილზე და ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრად შევაფასებთ ამგვარი ზეწოლის ფაქტებს და ვფიქრობ, რომ გაუგონარი მოვლენაა ზოგადად კრიმინალის გათავისუფლებისთვის იღვწოდეს, მათ შორის, ლობისტი და ამას არ მალავდეს, არ ფარავდეს, ამყარებდეს კონტაქტებს აშშ-იც, ევროპაშიც გარკვეული დონის და გავლენის პოლიტიკოსებთან და გამოიყენოს ეს პოლიტიკოსები ამ კრიმინალის გასათავისუფლებლად. გაუგონარ ფაქტებზე იყო საუბარი, იქამდეც მივიდა საქმე, რომ თურმე ლობისტი უწერს ევროპარლამენტს რეზოლუციის ტექსტს და შემდეგ ამ რეზოლუციის ტექსტს იღებენ ასევე დამუშავებული ევროპარლამენტარები, რომლებიც ლობისტთან ერთად გაათრევენ ხოლმე სხდომებზე ამგვარი რეზოლუციის ტექსტებს“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)