04:59 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 14:56:56, 1118 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - სააკაშვილს უნდა გადააყოლონ მთელი ქვეყანა - ამას პატიოსან საზოგადოებაში ღალატს ეძახიან

მიხეილ სააკაშვილს უნდა გადააყოლონ მთელი ქვეყანა - ამას პატიოსან საზოგადოებაში ღალატს ეძახიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დადასტურებულად გამოჩნდა ის, თუ როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და "მათი მფარველები" საქართველოს წინააღმდეგ.

„საააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და ა.შ. ყველა მდაბიო ქმედებას ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგუებული ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, კიდევ რაც გამოჩნდა უკვე დოკუმენტურად დადასტურებულად არის, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინარმდეგ და ითხოვენ სანქცირებას ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების, იმ მოქალაქეების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და უნდათ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლონ მთელი ქვეყანა. თუ რამე შეიძლება იყოს მდაბიო საქციელი, სწორედ ეს არის. ამას პატიოსან საზოგადოებაში ეძახიან ღალატს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც შენ იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს, რათა შენი ქვეყანა დაასანქცირონ და შენს ქვეყანას დაესხნენ თავს. ამიტომ, ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელიც ჩვენ ამ ანგარიშში ამოვიკითხეთ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, მათ შორის არის ექსპრეზიდენტზე სტატიების მომზადება, რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება და ა.შ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics