|
2023-07-19 09:21:56, 743 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - პოლონელი ექიმების კლინიკაში კვლავ შეშვების საკითხი თუ დადგება, ვერ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას
პოლონელი ექიმების კლინიკაში კვლავ შეშვების საკითხი თუ დადგება, ვერ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე არ გვექნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის თქმით, პოლონური მხარისგან შესაბამის განმარტებას ელოდება. „მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივცეთ სპეკულაციებს ფართო გასაქანი და სწორედ ამიტომ ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ისე ექიმებსაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდებოდათ... იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას, მანამ, სანამ ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ტიპის სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება", - განაცხადა ბრეგაძემ. მინისტრის თქმითვე, პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. „მოკვლევას რაც შეეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ამ ფაქტს არ დავტოვებთ და გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს და დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და, რა თქმა უნდა, მის სამართლებრივ შეფასებასაც. თუმცა, როგორც გითხარით, ვცდილობთ, მივიღოთ პოლონური მხარისგან ოფიციალური განმარტება, იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავტოვებთ ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გონივრულ ვადას რაც შეეხება, არსად არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას არ დასჭირდება რამდენიმე დღის მეტი",- განაცხადა ბრეგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ცნობისთვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)