|
2023-07-18 09:53:29, 917 ნახვა
პოლიტიკა
ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში და შარშანდელი ნატოს წვრთნებიც ამას ცხადყოფს - ჯუანშერ ბურჭულაძე
ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში და შარშანდელი ნატოს წვრთნებიც ამას ცხადყოფს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა ოპოზიციას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის აზრი, თითქოს საქართველოს ნატოსთან დაკავშირება შეფერხებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. „შვიდი საერთაშორისო წვრთნა ჩატარდა საქართველოში. არასდროს ასეთი შედეგი ჩვენ არ გვქონია, რომ საქართველოს ემასპინძლოს ერთი წლის განმავლობაში შვიდი საერთაშორისო წვრთნისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა საქმიანი ვიზიტების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტზე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული". მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქტიურად მონაწილეობს ყველა ფორმატის შეხვედრაში და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ევროპაში „მე პირადად ვიყავი, ალბათ რეკორდული ციფრია, 7-ჯერ ერთი წლის განმავლობაში ნატოში, სადაც შეხვედრა გავმართე გენერალურ მდივანთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს მინისტერიალებს დავესწარი, ჩვენ ვართ რამშტაინის ჯგუფის წევრები. აბსოლუტურად რელევანტურობა დაკარგული აქვს ამ საკითხს. ჩვენ განვიხილეთ ის ფორმატები პარტნიორებთან ერთად, რაც უნდა ჩატარებულიყო ვილნიუსში. რა თქმა უნდა, შევარჩიეთ ის ფორმატი, რომელიც მეტ - ნაკლებად მისაღები იქნებოდა ჩვენთვისაც, მათთვისაც და ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული ვილნიუსში, ჩვენს ოპონენტებს სურთ ეს უარყოფითად დაანახონ ჩვენ საზოგადოებას, თუმცა, ამას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ერთხმად ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ამ გზის პერსპექტივის სიცხადე, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)