|
2023-07-18 09:39:12, 2317 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის კოდექსი არეგულირებს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქმნის სოციალურ გარანტიებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს შექმნის. „წელიწადნახევრის განმავლობაში უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება 40%-ით გავუზარდეთ და ეს ზრდა 2024 წლის დასაწყისშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, "სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება". თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ბაზაზე: „ყაზარმები თანამედროვე და ხარისხიანი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო სასადილოები, განახლდა სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორიები, ბაზებზე დაეგო გზები“. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის თავდაცვის უწყებას აბსოლუტურად განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)