|
2023-07-15 16:17:10, 1179 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - უკრაინამ საკუთარ თავსა და ტერიტორიების დეოკუპააციას მიხედოს - ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას
ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, "მთის დღეების" ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინამ "ჯერ საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას" მიხედოს. "ახლა რაც შეეხება უკრაინის საკითხს და უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორეო, ყოვლად გაუმართლებელია, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე არ მინდა დეტალებში შევიდე, რადგან ქვეყანა არის უმძიმეს ომში და უმძიმეს ვითარებაში და მე მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ომის მალე დასრულება, გამარჯვება და თავის ტერიტორიების დაბრუნება. ეს ერთი. რაც მთავარია ის უბედურება, რაც ხდება, ყოველ დღე ასეულობით ადამიანი იღუპება, ეს არის უბედურება და კატასტროფა ხდება პირდაპირ. 20 მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი, 20, მილიონი უკრაინელის მიგრაცია მოხდა ბოლო 1 წელიწადში, ეს არის ტრაგედია, მეგობრებო. და ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დაკარგული აქვთ და ზარალი, ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად არის, ამბობენ, ტრილიონ დოლარზე მეტი უკვე. აი, ეს არის მთავარი. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონცპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი მაშინ, როცა მე რაც ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახოვრებელი სახლების დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი და 20 პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიები - ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არ გვჭირდება არავის, არც რჩევა და არც მით უმეტეს მათი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის ყოვლად მიუღებელი",- განაცხადა პრემიერმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)