|
2023-07-14 12:37:58, 901 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის - უცხოელი გავლენის აგენტები არიან
რა განსხვავებაა ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის - არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" აერთიანებს ერთი რამ - აგენტურა - ისინი უცხოელი გავლენის აგენტები არიან. "სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ მათ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას". რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის - არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული - ეს არის აგენტურა. ისინი არიან უცხოელი გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ. აქედან გამომდინარე, სხვაობა მათ შორის არის პირობითი - ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ერთია, რომ მათ ერთიანობას გამოხატავს და მეორე - ეს აჩვენებს იმას, რომ სრულ დეფიციტი აქვთ. არცერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში". საუბარია როგორ ხალხზე, წარმოიდგინეთ - როცა მეტი არჩევანი არ გაქვს - ხაბეიშვილი, გვარამია, ვაშაძე და ა.შ. აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია "ნაცმოძრაობაში". არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობას",- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ "ერთადერთი შანსი აქვთ, რომ წააგებენ არჩევნებს".
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)