|
2023-07-13 19:31:52, 959 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - კგბ-ს სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედებს ოპოზიცია და სწორედ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით უწოდებენ ყველაფერ ქართულს რუსულს
„ყველაფრისთვის რუსულის დაძახება არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერ ქართულს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო რუსულ ინტერესებს ატარებენ, და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერ ქართულს. მისივე თქმით, რაც მართლა გამოხატავს საქართველოს ინტერესებს, ყველაფერს უწოდებენ რუსულს. „ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერ ქართულს. სინამდვილეში ყველაფრისთვის რუსულის დაძახება არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველაფერ ქართულს. რაც მართლა გამოხატავს საქართველოს ინტერესებს ისინი ყველაფერს უწოდებენ რუსულს და სწორედ იყო ნათქვამი, მათ შორის, საპატრიარქო, ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლების საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო საქმიანობა, ყველაფერი არის მათთვის რუსული. მათთვის რუსული გამოდის ქართული საქმის კეთების სინონიმი. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ეს არის ზუსტად რუსული სტილის, რბილი ძალის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითი. ერთ-ერთ დიპლომატს უყვარს თქმა, კგბ -ის სახელმძღვანელოებში წერია ასეთი რაღაცები და ასეთი რამ არის, რასაც აკეთებს ოპოზიცია. ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედება, რასაც ოპოზიცია აკეთებს. სწორედ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით უწოდებენ ისინი ყველაფერ ქართულს რუსულს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)