|
2023-07-12 15:02:07, 899 ნახვა
პოლიტიკა
მელია - კეზერაშვილი და ის ხალხი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია
კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით - არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი" არასდროს გაუკრიტიკებია. "ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ, საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს; გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც. არასდროს გამიკრიტიკებია პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი. კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით - არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია. ასევე ვერ დავტოვებ ყურადღების მიღმა, კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ "სურვილს" - თუ მივდივარ, წავიდე. მათგან განხვავებით, მე მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით ვმოქმედებ, ვიყავი ვარ და ვიქნები იქ, სადაც ცვლილებები იქნება შესაძლებელი და რეალური; ვიყავი და ვარ იქ, სადაც სიმართლეა და ხდება პოლიტიკაში ხალხის ინტერესების ასახვა და არა ფულის; სადაც დაპირება არის რეალური და შესრულებადი და სადაც ადამიანი აგებს პასუხს თავის სიტყვაზე. არა ისე, როგორც ვისმენთ ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს ადიუტანტ ცისკარიშვილისგან - თუ სააკაშვილი იქნება გარეთ, მოვიგებთ, მაშინ როდესაც იცი, რომ ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)