|
2023-07-07 10:48:39, 936 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მზად ვართ, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო ევროპულ ოჯახს შეუერთდება
ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა. "საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია, გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები. საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ ამ გზას მივყვებით ფრთხილად, დიდი მონდომებით და ნებისყოფით. ჩვენ ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს. უფრო მეტიც, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ განხორციელდა ყველა ის რეფორმა, რამაც საქართველო წარმატებული ქვეყანად აქცია კორუფციასთან ბრძოლაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში, ბიუროკრატიის შემცირებაში, ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა გავხადეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)