|
2023-07-06 13:41:32, 1119 ნახვა
პოლიტიკა
არახამია კობახიძეს - შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში
შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში,- ასე ეხმაურება პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. არახამიას თქმით, "მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ ირაკლი კობახიძე საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებს". "რაც შეეხება არახამიას, მას არ აქვს სამშობლო"... პასუხი კობახიძეს - შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ. შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ",- წერს არახამია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერს, დავით არახამიას "არ აქვს სამშობლო და ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)