|
2023-07-05 16:44:18, 888 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი „ოცნებაზე“ - ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა - უკრაინამ ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, "ქართული ოცნებისთვის" "ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა". "ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს, რომ თურმე, უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა. უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ და ეს დოკუმენტი უკრაინის კონსულმა შემომიტანა მაშინ. რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე. და ის, რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს, პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია",- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. გუშინ, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, მაშინ საქართველოს ელჩს უკრაინაში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)