|
2023-07-05 15:15:07, 938 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - 5 ივლისი გახდა ხელისუფლების განაცხადი, რომ წაახალისებენ ყველას, ვინც მათთვის მიუღებელ ადამიანებს თავს დაესხმება
5 ივლისი გახდა ხელისუფლების მკაფიო განაცხადი, რომ ისინი წაახალისებენ და დააჯილდოებენ ყველას, ვინც მათთვის მიუღებელ ადამიანებსა და ჯგუფებს ღიად და დაუფარავად დაესხმებიან თავს, ფიზიკურად თუ სიტყვიერად,- ასე ეხმაურება პარტია "დროა" 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 5 ივლისს, ლგბტქი ადამიანებისა და პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ, სწორედ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა ქუჩაში სასტიკად სცემეს ჟურნალისტებს და შეიწირეს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. "დღეს 5 ივლისია, დღე, რომელმაც ნათლად დაგვანახა ყველა ის პრობლემა და სიმახინჯე, რაც ხელს გვიშლის ვიყოთ ნამდვილი დემოკრატიული, თანამედროვე, ღირსეული სახელმწიფო. წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანასა და საზოგადოებაში შექმნას სიძულვილზე, დაპირისპირებასა და დაშინებაზე დაფუძნებული სისტემები. რუსული ხელწერაა, როდესაც ღრმა კრიზისში მყოფი ხელისუფლება ცდილობს მისთვის მიუღებელი, განსხვავებული და კრიტიკული ჯგუფების ინსტრუმენტალიზებით პროპაგანდისტული მიზნების მიღწევას. სწორედ ასე ექცევა "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს მოქალაქე ლგბტქი ადამიანებს, ცდილობს მათი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით, შეზღუდვით, მათზე ძალადობით გადაფაროს ის ღრმა კრიზისი, რომელიც თავად შექმნა. ერთი პოლიტიკური პარტიის, უფრო სწორად კი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს ადამიანები ეწირებიან. 2021 წლის 5 ივლისს, ლგბტქი ადამიანებისა და პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ, სწორედ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა ქუჩაში სასტიკად სცემეს ჟურნალისტებს და შეიწირეს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. გარდაცვლილი ლექსოს წინააღმდეგ, „ოცნების“ მიერ აგორებული შავი კამპანია და ის ფაქტი, რომ 2 წლის მერეც გამოუძიებელია მისი საქმე, სწორედ ხელისუფლების დანაშაულზე მიუთითებს. 5 ივლისი გახდა ხელისუფლების მკაფიო განაცხადი, რომ ისინი წაახალისებენ და დააჯილდოებენ ყველას, ვინც მათთვის მიუღებელ ადამიანებსა და ჯგუფებს ღიად და დაუფარავად დაესხმებიან თავს, ფიზიკურად თუ სიტყვიერად. სწორედ ამ უწყვეტი ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელებაა ლევან ბერძენიშვილზე, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, საგანმანათლებლო ბანაკებსა თუ ორგანიზაციებზე და წიგნის მაღაზიებზე თავდასხმები. პარტია „დროა“ ყოველთვის იდგება იმ ადამიანების მხარეს, რომლებსაც სისტემა უსამართლოდ და სასტიკად ებრძვის. 1-8 ივლისი ლგბტქი ადამიანების სიყვარულისა და ღირსების ანუ პრაიდის კვირეულია. შესაბამისად, სრულ თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვინც აპირებს ამ დღეების სხვადასხვა ფორმით აღნიშვნას. თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ღირსებასა და სიმართლეზე ვერცერთი რეჟიმი ვერ გაიმარჯვებს",- ნათქვამია "დროას" განცხადებაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)