10:23 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 09:37:39, 1787 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია გაიმართა. სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს რუსეთს, სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს.

„ეუთო მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს. საჭიროა, გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია დოკუმენტში.

დეკლარაციაში ასამბლეა უთითებს, რომ ეუთო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს. ასევე, ორივე ოკუპირებულ რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლასა და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგს.

ცნობისთვის, ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია 30 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics