|
2023-07-04 22:08:49, 782 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ
საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, დიპლომატიური გზებითა თუ პირადი საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ არსებული ვითარება. "მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია. არის ზეწოლა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოზე და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დიპლომატიური გზებით თუ პირადი საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ ეს ვითარება", - განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)