|
2023-07-04 18:16:04, 810 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - თუ რაიმე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ყველა ნაბიჯი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. „რაც შეეხება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, დღეს ძალიან ვრცელი პრეზენტაცია გაკეთდა ყველა პუნქტთან დაკავშირებით, თუ რა სამუშაოები იქნა შესრულებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რადგან ხშირად ხდება მანიპულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ. ზოგადად, თუ რაიმე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს. 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე - ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება. „არაერთხელ გამოვთქვით მზაობა და მივესალმებით მათ ჩართულობას, თუ ამის ნება იქნება, რადგან არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეასრულებს. ამიტომ, თუ მათი მხრიდან ჩართულობის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)